"მედღეხვალიე კაცსაო,
თოვლი მოადგა კარსაო."
ქუჩაში ბავშვი, უმანკო
ელის მოწყალების წვიმას.
ამ კაცს თვალები აქვს მინის,
ამას თვალს უფარავს მინა.
დღეს მე დავინახე ეს და
სხვა კი რა ხანია ხედავს.
ცოდვა რომელია, როცა
ხედავ თუ ხედვას ვერ ბედავ?
და მე გავამაყდი ჩემით,
\"სიკეთე - ეს მე ვარ თვითონ\"
(ახლა ისე ვყვები ამას,
სხვაზე ვლაპარაკობ ვითომ.)
ვფიქრობ:\"კვლავ რომ ვნახავ ამ ბავშვს,
მივცემ სითბოს, პურს და ღვინოს.
როგორ გაძლებს სული ჩემი,
მისი ტანჯვა მოითმინოს?
რატომ არ იზრუნა ხალხმა?
ვკიცხავ ურცხვად მე იმ ყველას -
ასე მიტოვებულს, მარტოს,
წიხლით რომ გათელავს.
ფიქრში გართულს მესმის თხოვნა:
ვხედავ ბებერს ვეღარ დგება.
ავაყენებ, თუმცა საქმე
უცემოდაც მოგვარდება.
მე რა შუაში ვარ აბა?
ესეც ამბავია დიდი?
წაიქცა და ადგეს თვითონ!
(ხედავთ? ეს ხომ მე ვარ! ფლიდი!)
არა, არ მცალია მისთვის,
ვინმე ნახავს, ვინმე მივა.
მე ხომ სიკეთე უნდა ვქმნა -
ბავშვის გასაჭირი მტკივა.