დამატებითი გვერდები

(ზღაპარი) მოძალადე ბებია

ზღაპარი!






აზრი შეგიძლიათ გამოხატოთ კომენტარში






დიდი ხნის წინათ იყო ერთი პატარა სოფელი. ეს სოფელი იყო დიდი, მიუვალი ტყის განაპირას. ალბათ მიხვდით რომ ასეთი გაუვალი ტყეები საქართველოში მხოლოდ მთებშიღა შემორჩა, მაგრამ ადრე მრავლად იყო.ჩვენი ზღაპარი კი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთე

ბში, სოფელ არარსებულაში ვითარდება.






არარსებულაში ცხოვრობდა დათოია - ძალიან კარგი ბიჭი. ასევე ჰყავდა დედ - მამა. დედას თამრო ერქვა, ხოლო მამის სახელი არ მახსოვს. დათოია გაიზარდა დიდი და კარგი ბიჭი, თუმცა არავინ შეუყვარდა არარსებულადან და გადაწყვიტა ცოლი მოეყვანა მეზობელი სოფლიდან. დათოიას დედამ გადაწყვიტა დახმარებოდა შვილს და თავის თავზე აიღო საცოლის ძებნის საქმე. მაგრამ უეცარმა უბედურებამ ხელი შეუშალათ - თამროს გველმა უკბინა. ეს გველი მართალია თვითონ მოკვდა და თამრო გადარჩა (სასწაულია პირდაპირ!), მაგრამ თამრო ვეღარ წავიდა მეზობელ სოფელში, ჩაწვა საწოლში და დაელოდა გამოჯანმრთელებას. ხალხი კი გაოცებული კითხულობდა, გველი იყო შხამიანი თუ თამრო.






მოიწყინა ჩვენმა დათოიამ. ბედად მისი მეზობელი გიაია ეახლა და დახმარება შესთავაზა. გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ გაღმა სოფელში, რომელიც უღრანი ტყის იქით იყო. გიაიამ გამოიყვანა თავისი დიდი, გიგანტური კურდღლები, შეკაზმეს და გაუდგნენ გზასა. საგზლად წაიღეს: 60 შოთის პური, ბებიას 40 დედალი დააკვლევინეს, 20 ლიტრი წითელი ღვინო, უსახელოური (ბევრს კი არ სვამდნენ, კარგი ბიჭები იყვნენ) და საჩუქრად საპატარძლოსთვის დათოიას ბებიის ნაქონი მოოქროვილი თავსაბურავი. ტყეში დაუღამდათ და გაშალეს სუფრა. ჭამეს და სვეს, თან მომავალ საპატარძლოზე წაილაპარაკეს.დათოია ვეღარ ისვენებდა სიხარულით. აქებდნენ ბებიას შოთებსა და დედლებს.გიაიამ უთხრა დათოიას, მე ძალიან დავიღალე და თვალი გეჭიროს, მგელი არ იყოს სადმეო,მაგრამ დალიეს ღვინოც და მიეძინა უყურადღებო დათოიასაც. სწორედ ამ დროს ჩასაფრებულმა მგელმა უკაცრავად და გავაზე უკბინა ჩვენს გიგანტურ კურდღელს. (თურმე დიდი ხანია უთვალთვალებდა და უკან მოყვებოდა) დაიყვირა კურდღელმა, მაგრამ რისი გიგანტური კურდღელი იყო რომ მგელს დაეჩაგრა. აიღო და ჩასცხო ფეხი. მგელს ეტკინა, მაგრამ არ შეეპუა და ახლა სწორედ იმ ფეხზე ეცა რომელიც უთავაზეს. გაიმართა ერთი ამბავი, მეორე კურდღელსაც გამოეღვიძა და პირველს მიეშველა. მგელმა ასე არ უნდაო, როგორ თუ ორნი ერთზე მოდიხართო, დაუძახა თავისნაირ მგლებსაც და შეჭამეს საწყალი ერთი კურდრელი. მეორემ თავს უშველა ხეზე აცოცდა ( ადრე ასეთი მოხერხებული კურდღლები იყვნენ). ის ერთი კურდღელი იმხელა იყო მგლებს ეყოთ და მგზავრებს არაფერი დაუშავეს. დილით რომ ვერსად იპოვეს კურდღელი, მიხვდნენ და თავში კი შემოიკრეს ხელი, მაგრამ რაღა დროს? ამხედდრდნენ ერთ კურდღელზე, (რომელიც ძლივს ჩამოათრიეს ხიდან, ისეთი შეშინებული იყო) და გააგრძელესე გზა.






როგორც იქნა ჩავიდნენ სოფელში. მივიდნენ ბებერ მაჭანკალთან და უთხრეს თავისი ამბავი. მაჭანკალმა მე ვიცი ერთი კარგი გოგო, რომელიც გაუთხოვარიაო და დახმარება აღუთქვა. იმაჭანკლა მაჭანკალმა და გადაწყდა დათოიას საპატარძლო უნდა ენახა. თუმცა, სასიძო ისეთი მორცხვი აღმოჩნდა, რომ თვითონ ვერ მივიდა და გიაია გაგზავნა. ოღონდ დააბარა: კარგად ნახე არავინ მოგვატყუოსო (გული უგრძნობდა ალბათ საწყალს).






გიაიამ მართლაც ნახა ულამაზესი საპატარძლო და მოეწონა. დათქვეს ქორწილის თარიღი, მაგრამ უბედურებაც ხომ იცით, მგელივით არის ჩასაფრებული. საპატარძლოს ბოროტმა ბებიამ თქვა, არ გავათხოვებ ქალსო, მე მინდა გათხოვებაო და წასვლის წინ თავისი შვილიშვილის მაგივრად თვითონ ჩაიცვა მისი კაბა და თვითონ შეჯდა დათოიას მორთმეულ კურდღელზეც. გზაში მორცხვმა დათოიამ ერთხელაც არ შეხედა საპატარძლოს და ამრიგად ჩავიდნენ არარსებულაში, სადაც მაყარი ელოდათ უკვე (ერთი სხარტი ბიჭი გაგზავნეს და დათოიაზე ადრე მისულს, სოფელისთვის შეეტყობინებინა, საპატარძლო მოდისო). გიაიამ კი უთხრა დათოიას მიდი შენ წამოიყვანე საპატარძლოო, მაგრამ დათოიამ ისევ გიაია გაგზავნა. გიაიას დაეზარა ხელახლა საპატარძლოს დათვალიერება და თან რას იფიქრებდა, რომ შეცვლიდნენ. ამრიგად, სანამ ჯვრის დასაწერად არ მიიყვანეს გიაიამაც კი ვერ გაიგო ბებიას ოინის შესახებ. დათოია გაგიჟდა, ეს ვინ არისო. არ დავიწერ ჯვარსო. გიაიამ უთხრა, ხომ გითხრაი შენ მიდი და შენ შეამოწმე ყველაფერი-მეთქი, არ დაიჯერე და ახლა ნუ მეწუწუნები, მიდი, ქორწილი არ ჩაშალოო. არაფრით დათანხმდა დათოია ბებერი ბებიას მოყვანას და ურცხვმა ბებიამაც გამოაცხადა მეც მინდა გათხოვება, თან აქ ძალიან მომწონს და დავრჩები აღარც წავალო. რა აღარ მისცეს ბებიას, რამდენი ცხვარ-ძროხა არ შესთავაზეს, ოქრო-ვერცხლიც კი მიუტანეს მაგრამ, გაჯიუტებულმა ბებიამ არ დათმო არაფერი. იჯდა ასე და სოფლელებიც რაღას იზამდნენ? მიჰქონდათ ხოლმე საჭმელი (აბა მშიერს ხომ არ მოკლავდნენ???)


მაგრამ ერთ დღესაც დათოიას დედამ , თამრომ თავი კარგად იგრძნო და ადგა საწოლიდან (როგორც მოგახსენეთ ავად იყო, გველთან იმ ამბის მერე). "ეს ბებერი ვიღა არისო?!"-შეჰყვირა, რომ დაინახა მოძალადე ბებია.






ხომ და თამრომ გველი მოკლა და ბებიას ვეღარ მოერეოდა??? მოერია, დიახაც! გააგდეს მოძალადე, მატყუარა ბებია.


ამის მერე დათოიამ თქვა მე ცოლის მომყვანი არა ვარო, ცოლი აღარ მიხსენოთო. მართლაც, დათოიას აღარ მოუყვანია ცოლი.(არარსებულაში არავინ მოეწონა და გაღმა სოფელში კიდევ ხომ არ გადავიდოდა?)










დედააზრი:


ნუ იქნები მორცხვი და ნუ გადააბარებ სხვას შენს საქმეს. თორემ, ხომ არ გგონია თამრო შენც გიშველის?