დამატებითი გვერდები

რაც არ გერგება -არ შეგერგება

ცხოვრებაში ხშირად ეჭვი გეპარება რაღაცებში, შეასძლბელია, შენს თავშიც შეგეპაროს ეჭვი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ერთი მხრივ კარგიც არის, თუ ადამიანი აღიარებ, რომ შეუცდომელი არ ხარ. მთავარი ისაა, რომ არ უნდა დაკარგო საკუთარი თავის ნდობა. ამ შემთხვევაში, უნდა დაინახო უბრალოდ სიმრთლე და "ინფორმაციის წყარომ" არ უნდა დაგაბნიოს.
____________________________
მაშინ, როცა კიდევ ერთი სამუშაო დღე გათენდა, უნივერსიტეტისკენ წასასვლელად მოვემზადე. გადავხედე ჩემს მეგობარს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ განეცალკევებინა ბალიში თავისგან, ხოლო მე მას შემდეგ, რაც გაცხარებულ მაღვიძარას ხმა ჩავაგდებინე, ოცი წუთით გავიხანგრძლივე ნებივრობისა და სიზარმაცის წუთები. ოც წუთში, როგორც მოგახსენეთ, მაინც გამეღვიძა, (მიჩვევის ბრალია) . თვალდახუჭულმა გავიარე ოთახები და სააბაზანოში შესვლისთანავე სახეზე წყალი ვისხურე. თვალების გახელა იმიტომ არ ვისურვე, რომ მაინც ზეპირად ვიცოდი გზა (თანაც თვალების დახუჭვა მაინც დამჭირდებოდა წყლის შესხმისას - მე პრაქტიკული ადამიანი ვარ). წყლის შემდეგ მომინდა, კინოსცენარისთვის შესაფერისი სცენის გათამაშება და ნიჟარას დავეყრდენი მარცხენა ხელით, ხოლო სახე კედელს მივაქციე ( ამ დროს წესით კედელზე სარკე უნდა ყოფილიყო, რათა საკუთარ თვალებში ღრმად ჩამეხედა, მერე გავრინდებულიყავი და საკუთარი თავისთვიზ ცხოვრების ამაოების აღქმის შედეგად განცდილი იმედგაცრუება შემემსუბუქებინა), თუმცა იქ მხოლოდ კბილის ჯაგრისებიანი ჭიქა დამხვდა. მაშინვე ზურგის მხარეს მსუბუქი მოძრაობით შევბრუნდი ( ამჯერად ზუსტად ვიყავი დარწმუნებული, რომ ადგილზე დამხვდებოდა სარკე, არც შევმცდარვარ). სარკეში ჩახედვისას ძილისგან დასიებულმა სახემ ხასიათი წამიხდინა და ლოყებში ჩაკარგული ჩემი ლამაზი თვალების ძებნაც აღარ დამიწყია. რომ დავბრუნდი ოთახში, შევახსენე მძინარე მეგობარს, თუ რომელ სასაათო სარტყელში ვიმყოფებოდით, მან კი ალბათობის დონეზეც კი ამიკრძალა წარმომეთქვა ჰიპოთეზა უნივერსიტეტში წასვლი თაობაზე. ასე რომ მარტო მომიწევდა საუზმობა. ჭამის დროს დეიდა შემოვიდა და პერსონალურად ჩემთვის შენახული ნამცხვარი დამიდო თეფშზე, ოთხი დღის დაძველებით. ხათრი - აი, რა უშლის ჩემს პირის გემოს ყველაზე ხშირად, იყოს კმაყოფილი. სანამ არ ჩამაკბეჩინა, მანამ არ გავიდა და დამტოვა მწარედ გაღიმებული. ძვირფასმა მეგობარმა მიშველა ისევ, ( შემომესწრო ჭამის დროს) სპეცოპერაციით "გადავმალოთ ნამცხვრის პროვოკაცია, ისე რომ დეიდამ კვალიც ვერ აიღოს". თვითონ წინ დღით გადაეგდო თავისი წილი, ოღონდ დეიდას ილუზია შეუქმნა ვითომ მისმა სტომაქმა შეირგო.  
ავტობუსიდნ ძლივს ჩამოვაღწიე და მეგონა, ამის შემდეგ მაინც წარიმართებოდა დღე კარგად, რადგან ავტობუსი დღის მანძილზე ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა ხოლმე.(ავტობუსი ცალკე თემაა).
ტესტების ციებ-ცხელება გვქონდა ყველას და ნერვული დაძაბულობა იგრძნობოდა. ზოგი ფეხს აქანავებდა სკამიდან, ზოგი კალამს ათამაშებდა, ზოგი ოხრავდა და მოთქვამდა. მე უბრალოდ ვიცინოდი, ეს სიცილი რამდენადაც ბუნებრივი გამომდიოდა, მით უფრო ვრწმუნებოდი რომ საქმე ცუდად მქონდა. სიცილი ერთგვარი ინდიკატორია ასეთ მომენტებში მოსალოდნელი წარუმატებლობისა
ტესტებს რო გადავხედე, მივხვდიმომენტებე შემეძლო პასუხის გაცემა. მაგრამ ცოდნის გამოვლენა არ დამცალდა, როგორც კი დავიწყე წერა, შევამჩნიე, ლექტორმა პასუხების ფურცელი წინ დამიდო და მეც გადავხაზე ძველი პასუხები და ახლით ჩავანაცვლე.(მე ჭკუა ვიხმარე ვითომ).

კარგი ეშმაკი კაცი ყოფილხართ ბატონო პროფესორო,"ტოჩკები" თუ გექნებოდათ დასმული, როგორ ვიფიქრებდი. ერთი დ იმავე ვარიანტის ნომრით რამდენიმე ტესტი არსებობდა თურმე.

ყველაზე დაბალი ქულა მივიღე. მწარე იყო...

"არა იპარო"-ხომ იცოდი? - "კიო"-მიპსუხა ჩემმა თავმა ჩემსვე კითხვაზე.
"აბა, ეს რა საქციელი იყო-მეთქი?" - გაჩუმდა და ცოტა ხანში მითხრა "მომეშვი, ჩემი უბედურება არ მეყოფაო?"- თითქოს მე სხვისი ვიყავი...


რომ იძახიან, არაფერი ხდება შემთხვევითო, მართალია ეგ ამბავი. რომ არ გადამეწერა, იქნებ ამით გაკვეთილი არ მიმეღო დ მომავალში უფრო სერიოზულ ტესტებზე იგივე გამეკეთებინა. დანაკარგი, გლობალურად რომ შევხედოთ, დიდი არაფერი იყო.

არა, მე კი არ ვიფიცებ, აღარ გადავიწე-მეთქი,(უამრავი წარმატებული გადაწერ მქონია), უბრალოდ, ამის შემდეგ კარგად დავფიქრხები რას გავიწერ. ჩემს თავს უსათუოდ მივენდობი და წინასწღ გადავამოწმებ მაინც. უფრო იმიტომ მემწარა ეს კრახი, რომ მე კარგად ვიცოდი ის თემა და რომ არა ეს სულელური გადაწერა, მე საკმაოდ მსუყე ქულასაც მივიღებხი, მჯერავს. ჩემივე ნებით ჩავყარე წყალში საკუთარი ნაშრომ-ნაჯაფი.
 
ადამიანი მუდამ ეძებს დამნაშავეს, მუდამ სურს საკუთარი ბრაზი ვინმეზე გადაიტანოს. როცა საკუთარი თავი დამნაშავე ეს უკვე უკანდასახევ გზებს სჭრის. 
მე კი შემეძლო, პატივცემული ლექტორი დამედანაშაულებინა ამ ვერაგი სტრატეგიის გამო, თუმცა მყოფნის კეთილგონიერება, რომ ასეთი რამ არ ვუთხრა: "რატომ არ დზმიდეთ სწორი პასუხების ფურცელი წინ და რატომ არ მომეცით გადაწერიზ უფლება? ამდენ წვალებას, ბარემ უტესტოდ დაგეწერათ უმაღლესი ქულა".

11
ვარდობისთვე
2012