დამატებითი გვერდები

ცურვიდან ფრენამდე ანუ ფრიიი


-როგორი ადამიანი აღარ შემხვედრია ამ ქვეყნად (ეს გამოთქმა განსაკუთრებით მაფიქრებს, „იმ ქვეყნად“ არც არასდროს ვყოფილვარ და ნეტა ვინც ეს გამოთქმა „დანერგა“, ის თუ ყოფილა?). როგორ ადამიანად აღარ წარმოვუდგენდი ადამიანებს თავს, შენ ამ საქმისა  გესმის რამე? მუღამს ვერ დაუჭერ შენ. ჰაჰა. ზოგს ზეადამიანი ვეგონე, სხვათაშორის ეს არც ისე სასმიაოვნოა, როცა ადამიანებს ყველაზე უკეთესი ვგონივარ და ცდილობენ ჩემგან ისწავლონ ყველაფერი. ეს მომაბეზრებელია ჩემთვის, თუმცა ალბათ შენ მთელი ცხოვრება ამ როლს თამაშობდი, ოღონდ ჩემთან არ გაგივა ეს ნომერი! - მტრულად მიაშტერდა პეტრეს და მერე თითქოს თავი მოთოკაო.ისევ გააგრძელა.- ზოგს ხმის გაცემის ღირსადაც არ მივაჩნდი. ეს წესით დამცირებად უნდა აღვიქვა, მაგრამ მე ვკაიფობდი.მათ ხომ არ იციან რომ მე ამ როლსაც ვთამაშობდი. შენი აზრით ასე ცხოვრება აუტანელია? ჰაჰაა, არა ძვირფასო პეტრე, ამ შემთვხევაში კადრს მიღმა რჩები და საკუთარი თავისთვის ბევრი დრო გრჩება.რაც შენ ასე გაკლია. აი რა გაკლია შენ! - აღმოაჩინა თითქოს რაღაც საოცრება და თვალები გააყოლა საკუთარ ხელებს, რომლებიც უსასრულობისკენ იყვნენ მიმართული.
ჰაჰა!„ ვის დასცინის ნეტა ეს ნარკომანი!“ - იშმუშნება პეტრე. თუმცა მოთმინებით იტანს ყველაფერს და ელოდება მონოლოგის დასრულებას. -შენ იცი, ზოგს წმინდანადაც წარმოვუდგენივარ, - არ ცხრებოდა მთხრობელი, -და შენ იცი რატომ? იცი-მეთქი? იმიტომ, რომ  ყველაფერი შედარებითია. - ყვირილის მსგავსი ხმა ადმოდიოდა ნარკომანის ყელიდან და პეტრე ისევ გაყინული სახით უსმენდა. - ყველა შემთხვევაში ცდებოდა ხალხი, ან არ ცდებოდა. მე ეს ყველაფერი ვარ კიდეც და თან არ ვარ!  -  ნერვული აგზნება პიკს უახლოვდება.-უმეტესად მართალია ვერ მიტანენ, მაგრამ არავისთვის დამიშავებია რამე. ამისთვის მიზეზი მაქვს, თანაც რამდენიმე. ჯერ ერთი: მე არ მხიბლავს ვინმეს გაუბედურება, რაც შენს ბიზნესში ასეთი ხშირია. ეს მიზეზი შენს შემოთავაზებასაც სცემს ცალსახად პასუხს. მეორეც, ვინმეს რამე რომ დაუშავო, ამისთვის საჭიროა  გეგმა მაინც, სულ ცოტა ფიქრი ობიექტის შესახებ.  მე კი არავისთვის მინდა გარჯა. არავინ მიღირს ამად. საერთოდ ყოველთვის მიჭირდა ადამიანების შეყვარება, დაფასება, პატივისცემა, თავდადება. ეგოცენტრზმის ნიშნებია არა?ჰჰაჰაა!ახლა თუ მაინც ხვდები რატომ?ან რა აზრი აქვს ამის კითხვას, პეტრე ბატონო. არც გინდა ამაზე ფიქრი.მე კი არ მინდა გარჯა ვინმესთვის, გესმის? თუნდაც გაკოტრდე სულ! ფეხებზე მკიდიხარ!რატომ უნდა დავარღვიო ჩემი პრინციპები, პეტრე? რატომ?!-დარწმუნებული ვარ ახლა საკუთარი დებიუტით კმაყოფილი ხარ-დაუდევრად დაიწყო პეტრემ- თუმცა კარგად იცი, ისეთივე უბადრუკია ეგ შენი შედარებითობის თეორია, როგორც შენ თვითონ ხარ. ნუ კარგავ დროს საკუთარი ცხოვრების სტილის გასასამართლებლად. მაინც ვერ იპოვი მიზეზს, თუ რატომ არის კარგი რომ არარაობა ხარ! - მთელი ამ დროს მანძილზე შეკავებულმა ემოციებმა იფეთქა პეტრეში და თვალები გადმოკარკლა.- გამეცინებოდა, სხვისი შვილი რომ იყო.-მითუმეტეს უნდა იცინო ამ ტრაგიკომედიაზე პეტრე, ჰაჰააა!- ჯერ ერთი: მე მამა ვარ შენი და სახელით ნუ მომმართავ, მეორეც, უნდა ისწავლო საკუარი ძალებით ცხოვრება. გეყოფა შვილო! - და მასში გაღვიძებულმა მზრუნველობამ ერთიანად შეცვალა პეტრე და შვილისკენ გადაიხარა, უნდოდა ხელიც დაედო მხარზე, თუმცა ცინიზმმა გააცოფა. უცებ გასწორდა წელში და პედანტურად დაიწყო ჰალსტუხის გასწორება. შემდეგ დაწყნარებულმა შვილს ცივი ხმით სთხოვა ოთახიდან მიბრძანებულიყო.„არანაირი მუშაობა, ყველა ნარკომანი უსაქმურია“ - ამბობს მისი შეყვარებული. ამაში მართლლაც დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა საერთოდ არ არის მისი შეყვარებული!რა სისულელეა, ჰაჰაა! ის უფრო დიდი სისულელეა, ქუჩაში ხარხარით რომ გადაადგილდები -ასე ხომ ყურადრებასაც მიიქცევ.ფართოდ გავაღოთ პირი და ჩავყლაპოთ ქალაქის ბინძური ჰაერი!ის უფრო დიდი სისულელეა, როცა ისედაც შეშლილობის ნიშნები გაქვს და მაინც წამლით რომ კაიფობ. ჰაჰაა, ჰაჰააა -ოღონდ მეორე „ჰაჰაა“ უფრო ხანგრძლივად.–არ გამოცურავ ჩემთან ერთად?-აბა როგორ? წყალს სად ხედავ?-რა სულელური კითხვაა, ისეთივე სულელური როგორც შენ. ჰაერში გავცუროთ.ჯერ შევტოპოთ, მერე ტალღაზე გავწვეთ და მივენდოთ.-სულელი თვითონ ხარ შე ნარკომანო!-რატომ შემოგთავაზე, მაინც ინდაურისა და ფუსკუნჯის გონებრივი განვითარების შუაში ხარ. ამ სოციუმის თვალსაჩინო და ღირსეული წარმომადგენელი.-!!!-მომშორდი!"სწოპა, აი ვინ გამომყვება!"-მე უკვე მივცურავ -უპასუხა ლოთმა ძმაკაცმა- დინება აღმოვაჩინე და სივრცე შეგინახე, ანუ ადგილი რა.-ძმა ხარ!-და სწრაფად შეუერთდა.ჰაერი ბლანტია უკვე და ცურვა უფრო მოსახერხებელი. თვალთახედვა არ არის, ისინი კი მიაპობენ არამატერიალურ ტალღებს. მიცურავენ მოძულებულნი „ამ ქვეყნისგან“.-მაინც რა დავუშავე მამაჩემს, ტო! ასე მინდა ცხოვრება, პრინციპებით, ჩემი პრინციპებით ოღონდ და ჰალსტუხების გარეშე! ჰა, სწოპა, სწორი არ ვარ?-ჩუ, იცურე მხოლოდ! დატკბი სიმსუბუქით. ახლა მალე გალაკტიკას გავცდებით და ეს მინდა გამოსცადო. იცი რა ახლოა ცურვიდან ფრენამდე?-ეგეც შეიძლება ტო?-კი, აბა . ახლა გაშალე ხელები, მოუსვი ტალღებს, მერე მოდუნდი და...-მერე, მერე?-რაღა მერე? მერე... ფრიიიი...